|
კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა "ბახრტიონის" საითზე
|
|
|
|
|
რაიონის ხელისუფლებაში ცვლილება მოხდა. გუშინ, ნუკრი ბართიშვილის პოსტზე, რომელიც ეგრეთწოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა რაიონის გამგებლის პოსტზე, დანიშნეს და წარდგენა გაუკეთეს საკობიანოს საკრებულოს გამგებელს ნუკრი ღუბიანურს. დღეიდან ღუბიანური უკვე შეუდგა რაიონის გამგელის მოვალეობის შესრულებას.
|
|
|
|
|
|
|
|
|
ბახტრიონსა და ყარაღაჯში სპარსელებმა ციხეები ააგეს. ალავერდში ხომ იდგნენ და იდგნენ! ამ ციხეებში მყოფი ყიზილბაშეი ელებს იცავდნენ და დარაჯობდნენ. ბიძინა ჩოლოყაშვილმა კახელები ალავერდისკენ წაიყვანა, ხოლო შალვას, ელიზბარსა და ზეზვა გაფრინდაულს ლაშქარი, რომელშიც ქართლელები და მთიელები ითვლებოდნენ, ახმეტიდან ბახტრიონისკენ დაეშვა. შუაღამისას ალავერდსა და ბახტრიონს ქართველები ერთდროულად დაეცნენ. ზეზვამ და თუშმა გმირებმა, რომლებიც ბახტრიონზე პირველნი გადაეშვნენ, ლაშქარს ციხის კარები გაუხსნეს.
|
|
|
|
|
|
|
|
|
პარასკევს პანკისის ხეობაში სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია გაიხსნა ადგილობრივი გამგებლის ჯარაფ ხანგოშვილის ინიციატივით და მთავარი ქორეოგრაფი კი ადგილობრივი მცხოვრები - ქისტი გოგი ბაღაკაშვილია.
|
|
|
|
|
|
|
|
|
დღემდე არსებული ახმეტის სახელმწიფო ნაკრძალი, ფართობით 16297 ჰა, რომელიც შეიქმნა 1980 წელს, მოიცავდა ბაწარას, ბაბანეურისა და თუშეთის ნაკრძალებს.
პროექტის საშუალებით ამ რეგიონში შეიქმნება დაცული ტერიტორიები: თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, ბაწარასა და ბაბანეურის ნაკრძალები და ილტოს აღკვეთილი.
|
|
|
|
|
|
|
|
|
...ძაღლი ნელა წამოდგა, კუდის ქნევით მკვდარს ტუჩი მიუახლოვა. დაჰსუნა. შემოუარა მეორე მხრიდან – კვლავ დაჰსუნა. შემდეგ შეჩერდა და ყურდაცქვეტილმა ჭკვიანითვალები გვამზე მიუშვა. ასე დარჩა მცირე ხანს. ფეხებსაც მიაკითხა და ბოლოს ისევ თავთან მივიდა. რამდენჯერმე განმეორებით იყარა სუნი და… კუდი ძირს დაუშვა და უკანა ფეხებს შორის მიწამდე დაჰკიდა>>
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოში ყოველთვის იყვნენ პიროვნებები, რომლებიც სათუთად უფრთხილდებოდნენ კავკასიელი კაცისთვის დამახასიათებელ ღირსებას - ვაჟა ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, გაბრიელ ჯაბუშანური... და აგერ კიდევ ახალი თაობის პოეტთა წარმომადგენელი, " ჩვენი რაიონის მკვიდრი, სულით ხორცამდე ქართველი, მიხეილ ღანიშაშვილი...
პოემა "იჩქერია" რომელიც მიხეილმა დაწერა ეძღვნება ჩეჩენ ერს, მის თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისათვის... "თავისუფლება, ძმობა, ერთობა" - ასეთია მთლიანობაში ეს ბრწყინვალე ნაწარმოები, რომელიც მალამოსავით ედება სისხლიან ნაიარებს, ჰმატებს ადამიანს ძალას და იმედს, არ აძლევს საშუალებას ათასი ჯურის მამაძაღლს შუღლისა და მტრობის დათესვისა მოძმე კავკასიელ ხალხში...
|
|
|
|
|
|
|
|
|
იდგა 1954 წელი, - აპრილის თვე. თბილისში, პლეხანოვის სახელობის კლუბში საქართველოს ფალავნობაზე შეჯიბრი ტარდებოდა ქართულ ჭიდაობაში. იმ დღეს მეოთხედფინალური, ნა ხევარფინალური და ფინალური შეხვედრები უნდა ჩატარებულიყო. სრულიად საქართველოს გამორჩეულ მოჭიდავეთა პაექრობაში ახმეტელებიც იღებდნენ მონაწილეობას. ბუნებრივად დიდი იყო ჭიდაობის მოყვარულთა ინტერესი ამ შეხვედრისადმი. მე ბილეთი დროულად ავიღე და საასურველ ადგილას მოვკალათდი...
|
|
|
|
|
|
|
|
|
თუშეთი ზამთარში. სურათები გადაღებულია ქალაქ ახმეტის მერის, ზაქრო ქინქლაძის მიერ
|
|
|
|
|
|
|